"ჩემთვის უდიდესი ღირსებაა ვემსახურო საქართველოს თქვენთან ერთად!"
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამინისტროს ქვედანაყოფებსა და რიგითებს შემდეგი სიტყვებით  მიულოცა პროფესიული დღე: "დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ პოლიციის 101-ე დღესასწაულს 1918 წლის დამპოუკიდებლობის შემდგომ. თითოეული ჩვენგანისთვის ეს არის უდიდესი დღე და კარგად გვესმის რომ  ამ ქვეყნის მართლწესრიგისა და სიმშვიდის  პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული. ძვირფასო პოლიციელებო ჩვენ დღეს ზუსტად ვიცით სად ვართ, რა გეგმები გვაქვს და საით მივდივართ. სწორედ ამ გეგმებიდან გამომდინარე ჩვენს რეფორმებს დავარქვით სისტემური განახლება, რატა შევინარჩუნოთ კარგი, რაც იყო ჩვენს წარსულში და სიახლეებიტა და რეფორმებით ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენი მიზანია ეფეზტური და პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია. ეს არსი ძირიტადი, რასაც უნდა მივაღწიოთ და რა თქმა უნდა არის ასევე ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიზანია, რომ ამის ფონზე შევინარჩუნოთ ადამიანის ღირსება და მისი უფლებები. ამას ჩვენ ყველა ერთად მივაღწევთ. ბატონო პოლიციელებო, ბატონო მეხანძრე-მაშველებო, ბატონო მესაზღვრეებო, ბატონებო, ვინც ემსახურებით შინაგან საქმეტა სამინისტროს თქვენი მსახურება არის უდიდესი პასუხისმგებლობა და არ არსებობს იმაზე ღირსეული მსახურება, რომ ემსახურო სენი მოქალაქის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და იყო შენი ქვეყნის სიმსვიდის სადარაჯოზე! კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციის დრეს. ჩემთვის უდიდესი ღირსებაა ვემსახურო საქართველოს თქვენთან ერთად! მადლობა."
ივნისი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930