"აბა თქვენ იცით ოცნებავ, გადაეფარეთ ამ სამარცხვინო ქალს!"
"სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ნანა კოსტავას განცხადებას ეხმაურება, რომელიც დეპუტატის მანდატის დატოვებას არ აპირებს. "რამხელა მისია ჰქონია ამ ქალს და არ ვიცოდით. სინამდვილეში ეს ქალია ოცნების რეალური სახე - სკამს ჩაბღაუჭებული, სიძულვილით სავსე ვითომ რამის გამკეთებელი ! აბა თქვენ იცით ოცნებავ, გადაეფარეთ ამ სამარცხვინო ქალს, ანტიქრისტეებს ებრძვის და ბეჭები არ გაუცივდეს..." - წერს ალეკო ელისაშვილი. შეგახსენებთ, რომ 28 მაისს ნანა კოსტავამ Facebook-ზე მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო გაიზიარა წარწერით - „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე დაწერილი სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა.
ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი 27 მაისს იპოვეს. მანამდე ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში ჩავარდა. 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. 


ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031