რა ხდება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალაში
საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ტაძრები და სოფელ კირბალის მცხოვრებლები, რომლებიც სალოცავამდე ვერ მიდიან. ოკუპანტებისგან გატაცების შიშით, სოფლის მკვიდრნი ვერც საკუთარი მიწის ნაკვეთების დამუშავებას ახერხებენ. კირბალელების თხოვნაა, რომ ლომისობის დღესასწაულზე მაინც მიეცეთ ოკუპირებულ ტაძარში ლოცვის უფლება. ადგილობრივები 19 ივნისს ლომისობის დღესასწაულს აღნიშნავენ. კირბალელები ისე როგორც ბოლო რამდენიმე წელია, დღესასწაულზე ლომისის ტაძარის მოლოცვას წელსაც ვერ შეძლებენ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სოფლის საკუთრებაში არსებული 3 ტაძარი, მათ შორის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი რუსული მხარსი მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.
ივნისი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930