"დღეს თქვენ მხარი უნდა დაუჭიროთ ლონდა თოლორაიას, რომელიც ადეიშვილის გაზრდილი პროკურორია"
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ  ლონდა თოლორაია, რომელსაც "ქართული ოცნება" დღეს 6 წლით სახელმწიფო ინსპექტორად აირჩევს, სააკაშვილის ხელისუფლების გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის გაზრდილი კადრია. "დღეს თქვენ მხარი უნდა დაუჭიროთ ლონდა თოლორაიას, რომელიც ადეიშვილის გაზრდილი პროკურორია და რომლის დროსაც განსაკუთრებულად აწამებდნენ არასრულწლოვნებს. მან სხდომის მონაწილეებს მიმართა, რომ თუ ისინი მხარს დაუჭერენ ლორდა თოლორაიას კანდიდატურას, მაშინ ეს ადამიანებიც აიღებენ პასუხისმგებლობას 2010-2012 წლებში არასრულწლოვნების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე. "მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა.

დღეს თქვენ მხარი უნდა დაუჭიროთ კანდიდატურას, რომელიც 2010 წლიდან ადეიშვილის პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს ხელმძღვანელობდა. არასრულწლოვნების წამება და არაადამიანური მოპყრობა განსაკუთრებით პიკში იყო 2010, 2011, 2012 წლებში.

დღეს თქვენ მხარი უნდა დაუჭიროთ ლონდა თოლორაიას, რომელიც ადეიშვილის გაზრდილი პროკურორია და რომლის დროსაც, განსაკუთრებულად აწამებდნენ არასრულწლოვნებს გლდანის #8 პენიტენციალურ სისტემაში და იმ ადგილებში, სადაც ისინი სასჯელს იხდიდნენ.

ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც ამ კანდიდატურების წამოწევა და წახალისება ხდება. ვინც დღეს ქალბატონ ლონდას დაუჭერს მხარს, პასუხისმგებლობას აიღებს ბავშვებზე იმ არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელიც აი, ამ ქალბატონის საზედამხედველო ფუნქციების შესრულების დროს ხდებოდა,“ - აღნიშნა დამოუკიდებელმა დეპუტატმა. 

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატებს კენჭს უყრიან, სადაც ერთ-ერთი კანდიდატი ლონდა თოლორაიაა. 

აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311