რუსულმა ვერტმფრენმა სავარაუდოდ ქართული საჰაერო სივრცე დაარღვია და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიუტეტის სოფელ ერგნეთს გადაუფრინა - ამის შესახებ "დიანიუსს" ადგილობრივმა მცხოვრებმა განუცხადა. ლია ჩლაჩიძის თქმით,რუსულმა ვერტმფრენმა 11:53 წუთზე მის სახლის ეზოს გადაუფრინა და გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიცის მიმართულებით გაფრინდა.
ფოტო: შერჩეულია თემატურად
|