რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტი ნაომარ ქალაქში გააპროტესტეს
პარლამენტში რუსი დეპუტატის ყოფნას და თავმჯდომარის ტრიბუნის დათმობას საპროტესტო აქცია მოჰყვა ნაომარ ქალაქში. ჭავჭავაძის ქუჩაზე დაბომბილ კედელთან შეკრებილებმა დუმის დეპუტატების ქვეყნიდან გაძევება და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვეს.