ნიკა მელიას პოლიტიკური განაჩენი
„ქართული ოცნების“ 91-მა წევრმა მხარი დაუჭირა პროკურატურის მოთხოვნას და პირველად, საქართველოს ისტორიაში მოქმედ დეპუტატს მისი დაპატიმრების მიზნით იმუნიტეტი შეუჩერდა. სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ ნიკა მელია ესწრებოდა. მელიასვე მოთხოვნით, ოპოზიციამ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა. ნიკა მელია დარბაზში ორსაათიან სხდომას მხოლოდ უსმენდა, განცხადება ერთხელ გააკეთა და "ქართულ ოცნებას" უთხრა, რომ ის ციხეშიც გამარჯვებული იქნება. "მე ვარ აქ დღეს ამაყი, მაგრამ დღეს თქვენ არა ხართ ამაყები! მე დღეს ვარ თავისუფალი, მაგრამ პირიქით თქვენ თავს გრძნობთ უხერხულ მორჩილებაში! მე ძალიან ბევრი რამ მექნება სიამაყით სათქმელი ჩემი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვენ ცოტა რამ გექნებათ სათქმელი სიამაყით თქვენი შვილებისთვის და შვილისშვილებისთვის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როდესაც მტერი ჩასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. დიახაც, მე დღეს მგონია, რომ ვარ ისტორიის სწორ მხარეს და მე მჯერა, რომ თქვენ ხართ ისტორიის არასწორ მხარეს. მე დრეს შემიძლია თითოეულ თქვენგანს თვალი თვალს გაგისწოროთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ეს იგრძნობა აქ, ამ დარბაზში. დიახაც, მე დღეს აქ მარტო ვარ. თქვენ ბევრნი ხართ, აპირებთ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი, მე მაქვს ზეიმი და თქვენ პანაშვიდი! თქვენ მე განაჩენს ვერ გამომიტანთ და ღილაკზე მიჭერით, თქვენ უბრალოდ თქვენს ბედსა და საკუთარ ცხოვრებას განსაზღვრავთ"- მიმართა მელიამ უმრავლესობის დეპუტატებს. "ქართული ოცნების" მხოლოდ ორმა დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა და რომან კაკულიამ არ გამოიყენეს ნიკა მელიას იმუნიტეტის შეწყვეტის შესახებ კენჭისყრაზე საკუთარი ხმები. მელიასთვის გუშინ პარლამენტის ბოლო სხდომა იყო. დღეს  პროკურატურა უკვე სასამართლოს მის დაპატიმრებას სთხოვს. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ნიკა მელიას თავდებში 27 დეპუტატი უდგება. ადვოკატმა მოსამართლეს დეპუტატების სია შუამდგომლობისთის უკვე წარუდგინა. მას თავდებში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ევროპული საქართველოს“ ყველა წევრი და ერთიც დამოუკიდებელი დეპუტატი უდგება.  მოსამართლემ ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. მას გირაოს სახით 30 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. 
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031