რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
„რუსთავი 2“-ის ეთერში გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა P.S-ში წამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ არაეთიკურ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:

„კატეგორიულად ვგმობთ, თავისი უღირსი ხასიათით უპრეცედენტო და მიუღებელ თავდასხმებს, რომელიც გამოხატული იყო უცენზურო გამონათქვამებში რუსეთის ხელისუფლების მიმართ, "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ამას განვიხილავთ, ქართული რადიკალური ძალების კიდევ ერთ ღია პროვოკაციად, რომელიც მიმართულია რუსულ-ქართული ურთიერთობების ძირის გამოსათხრელად. ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი აშკარა მაგალითია იმისა, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს უსირცხვილო რუსოფობია.

აღვნიშნავთ, 20 ივნისს რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებზე თავდასხმისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებას ამჯერად არ დაუწყია რადიკალების გამართლება და იპოვეს საკუთარ თავში ძალა, რომ გამიჯნოდნენ პროვოკატორებს და დაეგმოთ მათი ქცევა. ვხედავთ ასევე იმ სამართლიან აღშფოთებას, რომელიც მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში.

ველოდებით ადეკვატურ რეაქციას, შესაბამისი პროფილის საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებიდან და ჟურნალისტური სექტორიდან, ასეთი სახის გამოვლინებებს არ უნდა ქონდეს ადგილი ცივილიზებულ ქვეყნებში“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სექტემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456