"როცა ვამბობ სიტყვა "საქართველოს“, ვგულისხმობ "თავისუფლებას“, არავის მისცეთ უფლება რომ დაგყონ"
 მე მოგმართავთ თქვენ, არავის მისცეთ უფლება რომ დაგყონ, ყოველთვის იყავით ერთიანი, - ამ სიტყვებით მიმართა ქართველ ხალხს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“.

თავისი გამოსვლის დასკვნით ნაწილში დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეუძლებელი შეძლო და ერთიანი მიზნის ირგვლივ გაერთიანდა.

„გულით მინდა ერთი რამ გითხრათ, მე როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა და როგორც პოლონელმა: ჩემთვის საქართველო არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისათვის, არამედ როცა მე ვამბობ სიტყვა „საქართველოს“, მე ვგულისხმობ „თავისუფლებას“, როცა მე ვამბობ „საქართველოს“, მე ვგულისხმობ „სიამაყეს“, როცა ვამბობ „საქართველოს“, მე ვგულისხმობ „მამაცობას“. თქვენ პატარა ქვეყნა ხართ, მაგრამ უდიდესი ერი. თქვენ მიაღწიეთ შეუძლებელს, იმიტომ, რომ თქვენ ყველანირი განსხვავების მიუხედავად ერთიანი მიზნის ირგვლივ გაერთიანდით, თქვენ აშენებთ თავისუფალ სახელმწიფოს. თქვენ გააოცეთ ევროპა და მთელი სამყარო. მე მოგმართავთ თქვენ, არავის მისცეთ უფლება რომ დაგყონ, ყოველთვის იყავით ერთიანი, როგორც ერთი დიდი ევროპა,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა და სიტყვით გამოსვლა ქართულად დაასრულა სიტყვებით „გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს“.

ივლისი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234