"გეტირება ადამიანს, ისეთ დღეშია სასამართლო სისტემა" - ლევან გოგიჩაიშვილი

"გეტირება ადამიანს, ისეთ დღეშია სასამართლო სისტემა და ისეთი ადამიანების გაყვანა უნდათ უვადო მოსამართლეებად - კლანის წევრების, ბინძური საქმეების გამკეთებლების, ადეიშვილის გაზრდილების. უკვე შინაარსობრივი განსხვავება "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის აღარ არის" - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.

საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს ხვდებიან. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსა და მათი შერჩევის პროცესს უკავშირდება.

შეხვედრას ესწრებიან ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე. შეხვედრას ასევე, ესწრება უმრავლესობის ორი წევრი აკაკი ზოიძე და ბიძინა გეგიძე. ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრაზე იმყოფება დავით უსუფაშვილი.

აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311