"დედა ენის" დაბრუნება სკოლებში და საპროტესტო აქცია ვარიანში
ახალი სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ადაპტირებული ვერსიით ბრუნდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა. ბახტაძის თქმით, ახალი სასწავლო წლიდან „დედა ენას“ ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს. პრემიერის ღონისძიების პარალელურად ვარიანში საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფელში „სირცხვილიას“ მონაწილეები ჩავიდნენ და იაკობ გოგებაშვილის მუზეუმთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
ივლისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112