"ის არის გაუტეხავი ქართული სულის მაგალითი" - მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობის დროს მძიმედ დაშავებულ ქართველ სამხედროს ბინა გადასცა.მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ივერი ბუაძის გმირობას და მის ოჯახს გმირის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.

„ივერი არის თანამედროვეობის ნამდვილი ქართველი გმირი. მან ავღანეთში, საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისას გადაარჩინა ჩვენი სამი ჯარისკაცი და მიიღო ძალიან მძიმე დაზიანებები. ექიმებმა გერმანიასა და ამერიკაში შეძლეს შეუძლებელი და ივერი დღეს ჩვენს გვერდით არის. ის არის გაუტეხავი ქართული სულის მაგალითი, რომელმაც საკუთარი ბრძოლით დაამტკიცა, რომ საქართველო დიდი და ძლიერი ხალხის სამშობლოა. ასეთ მაგალითებზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე, რომელიც აშშ-სა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თბილისში, სამხედრო ქალაქში იცხოვრებს და საქართველოს თავდაცვის ძალებში იმსახურებს. საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უფროსმა ლეიტენანტმა სხეულის მძიმე დაზიანება 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის სიახლოვეს მოტორიზებული პატრულის დროს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო. ივერი ბუაძემ თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამი ქართველი სამხედროს გადარჩენა შეძლო, რისთვისაც დაჯილდოვდა მედლით – „სიცოცხლის გადარჩენისთვის“.

თავდაპირველად, იგი სამკურნალოდ ავღანეთიდან გერმანიაში გადაიყვანეს, შემდეგ კი, რეაბილიტაციის კურსს აშშ-ში, ვაშინგტონში ვოლტერ რიდის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადიოდა. ივერი ბუაძე აშშ-დან საქართველოში, მკურნალ ექიმთან ერთად, 11 ივლისს დაბრუნდება

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345