"რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება პატივისცემას იმსახურებს"
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის, გიორგი ლომაიას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება პატივისცემას იმსახურებს.
„ვაფასებთ რუსეთის პოზიციას, რომელიც არ აჰყვა ამ პროვოკაციებს. პატივისცემას იმსახურებს რუსეთის პრეზიდენტის აწონილი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. მე ვიტყოდი - ეს არის დიდი პოლიტიკოსის გადაწყვეტილება. საქართველოს მოქალაქეები პატივისცემით შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, უარი თქვან დესტრუქციულ ქმედებებზე, რომლებიც დარტყმისა და საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, - განაცხადა რუსეთის დუმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, გიორგი ლომიამ.
გუშინ, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეხვედრები გამართეს.


ივნისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345