მამუკა ბახტაძე კოალიციური მთავრობის შექმნის ალბათობას არ გამორიცხავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ 2020 წელს "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში უმრავლესობით ვეღარ მოვიდეს და ძალაუფლების შესანარჩუნებლად სხვა პოლიტიკურ პარტიებთან პოლიტიკური გარიგების გაფორმება მოუწიოს. მამუკა ბახტაძემ კოალიციური მთავრობის შექმნის ალბათობა პირველად დაუშვა. პრემიერმა ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ არჩევნებზე ნულოვანი ბარიერის პირობებში, რა თქმა უნდა, ამის ალბათობა არის გაცილებით მაღალი. მაგრამ 2020 წლის ოქტომბრამდე არის საკმაოდ დიდი დრო დარჩენილი. მე ნაადრევად არ გავაკეთებდი ასეთ დასკვნებს. “ქართული ოცნება“ არასდროს არ ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც მთელი ბოლო წლების განმავლობაში იყო ორიენტირებული დესტრუქციაზე და იმაზე, რომ როგორმე საქართველო გაეხადათ მძევალი აგრესიული დღის წესრიგისა. გინდა საშინაო და გინდა საგარეო პოლიტიკაში, რომელმაც ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა ქართულ საზოგადოებას და ძალიან დიდი ზიანი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311