ექსკლუზივი: შემდეგი პრემიერ-მინისტრი შესაძლოა დავით ბაქრაძე იყოს

საქართველოს შემდეგი პრემიერ-მინისტრი შესაძლოა, დავით ბაქრაძე იყოს.

"2020NEWS"-ის ექსკლუზიური ინფორმაციის მიხედვით, მამუკა ბახტაძეს ოქტომბერში აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, დავით ბაქრაძე ჩაანაცვლებს.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, ამ დროისთვის დავით ბაქრაძესთან მომავალ მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს. დავით ბაქრაძე 2016 წლის დეკემბრიდან არის ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

ელჩობამდე მას საქართველოს მინისტრთა კაბინეტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ბაქრაძე 2008 წლიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელია. 2008-2012 წლებში დავით ბაქრაძე მსახურობდა საქართველოს საელჩოში შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში, როგორც უფროსი მრჩეველი და საქმეთა დროებითი რწმუნებული.

2012 წლის აპრილიდან 2014 წლის ნოემბრამდე კი იგი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში.

წყარო: "2020NEWS"

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031