„ეს საზიზღრობაა, ბოროტებაა, არ უნდა გაიმარჯვოს. ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას" - ოპოზიციის პირველი კომენტარები

„რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი. მან ფეისბუქში ვიდეო მიმართვა გაავრცელა:

„მინდა, მოგმართოთ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით და არა მარტო. ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო, მთელი ბიზნესი, ბიუჯეტი, მიწები და ტყეები. მეგობრებო, წყნარად დავხვდეთ და შევეგუოთ? გვინდა, რომ მტერს ჩავაბაროთ სამშობლო? მე არ ვაპირებ გაჩერებას, ბოლომდე ბრძოლას ვაპირებ. მოდი, გვერდით გადავდოთ შვებულებები, დასვენებები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა.

„ეს საზიზღრობაა, ბოროტებაა, არ უნდა გაიმარჯვოს. ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას. ყველა ძალას მოვუწოდებ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, დავსხდეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე, ივანიშვილის მოშორებამდე. მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ვიდგებით ერთად და მზად ვარ, ერთად ვიბრძოლოთ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით კი იმისათვის, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიეღო, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლე ლადო ჭანტურიას ქრთამი გადაუხადა.

„თავიდანვე აღვნიშნავ, რომ რუსთავი-2 კი არა სი-ენ-ენი და ბი-ბი-სიც რომ ჩაიგდოს ხელში ბიძინა ივანიშვილმა, მაინც არაფერი ეშველება, რადგან ხალხის გულიდან იგი საბოლოოდ ამოღებულია. რაც შეეხება ევროპის სასამართლოს, იქ დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა ცნობილმა შეკვეთებზე მომუშავე მოსამართლე ლადო ჭანტურიამ, რომელიც იქ შეუშვა ივანიშვილმა ფაქტობრივად ფულის ჩამომტარებლად. ქრთამი ჯოჯოხეთს კი არა მარტო როგორც სჩანს ევროპის სასამართლოსაც ანათებს," - წერს ნათელაშვილი.

სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ დროებითი ღონისძიებაც გააუქმა, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რის გამოც არხი 2017 წლიდან ქიბარ ხალვაშს არ გადაფორმებია.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა.

„რუსთავი 2"-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. მხარეებს გასაჩივრებისათვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება ამ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345