შეხვედრა ერგნეთში
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე, ასევე ოკუპირებულ ახალგორში დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმე, საუბარი იყო ე.წ. საზღვრის უკანონოდ გავლების და მოქალაქეთა უკანონოდ დაკავების ფაქტებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, მაისიდან დღემდე ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით უკანონოდ იყო დაკავებული 5 ადამიანი, იანვრიდან ივლისის ჩათვლით კი 44.
ივნისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345