"მოდი გავხსნათ კარტები გრიგოლიჩ!" - ირაკლი ოქრუაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს, სადაც თავისი ახლობლის დაჭერის ფაქტს და "რუსთავი 2"-ის საქმეს ეხმიანება. მისი გზავნილის მთავარი ადრესატი კვლავ ბიძინა ივანიშვილია. გთავაზობთ სრულად: "მოდი გავხსნათ კარტები გრიგოლიჩ!!!

კობა კოშაძის დაჭერისთანავე, ერთმა პოლიციელმა "კარგი პოლიციელის" როლი ითამაშა და უთხრა, დაანებე ოქრუაშვილს თავი და გაგიშვებთო. არამგონია კოშაძის ჩემგან ჩამოცილება გინდოდა ან მისი დაჭერა თუ ჩემდამი გზავნილია, რომ გავჩერდე, უბრალოდ დურაკი ყოფილხარ, რადგან ვერ გიცნივარ სწორად.

სააკაშვილმა მთელი ჩემი სამეგობრო და სანათესაო დაიჭირა და ამით ჩემთან ვერაფერს მიაღწია.

შენ დღეს დაიჭირე ადამიანი, რომელიც 15 წელია ერთგულ ძმასავით მიდგას გვერდით. როდესაც მესროლეს არც დაფიქრებულა ისე გადამეფარა და დაიჭრა. 10 წლის შვილი ხელებში ჩააკვდა, 40 დღის გასვლისთანავე უკან დამიბრუნდა, ისე რომ მაგ ტკივილმაც ვერ გატეხა და შენ ფიქრობ ერთი ჟანგიანი მაკაროვის ჩადებით ან მას გატეხ ან მხოლოდ მისი დაჭერით მე შემაცვლევინებ აზრს?

სულელად კი გთვლი, მაგრამ მაინც არ მგონიხარ ასეთი სულელი.

სხვა რამე გინდა აშკარად და სხვა ტიპის გზავნილია კობას დაჭერა.

სამი წელია ჩემი და შენი "შნირის" (ადრე ჩემი იყო სამწუხაროდ) ხალვაშის დავა რუსთავი 2-ზე სასამართლოში თაროზე გაქვს შემოდებული. ჯერ შოთაძე მეხვეწა შენი სახელით, დაგვითმე რუსთავი 2-ის მოთხოვნაო, მერე ექსპერტიზაში წელე საქმე, ეხლა მოსამართლე გამომიცვალე სამი დღის წინ და მაგით მოიგე დრო.

და რა მოიგე ჯამში? ვერაფერი, იმიტომ რომ მაგას არ დაგითმობ. არც კოშაძის დაჭერით და არც სხვისი. რიგით ჟურნალისტებს ვაჩუქებ და შენ არ მოგყიდი. ერთი რამის გამო - ბოროტება გახდი იმ ქვეყნისთვის სადაც ჩემმა შვილებმა მინდა, რომ იცხოვრონ.

მიდი, დაიჭირე კიდევ ვინც გინდა, ვერაფერს მაგით ვერ მიაღწევ გარდა ერთისა, დრო რომ მოვა, მაგ ჟანგიანი მაკაროვით რაც კობას ჩაუდე, ქართველი ერი "დაგასაჩუქრებს", იმისთვის რაც ქვეყანას 7 წლის განმავლობაში უქენი" - წერს ოქრუაშვილი.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031