"ირაკლი ოქრუაშვილი ივანიშვილის პირადი ტყვეა" - გუბაზ სანიკიძე

ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება „რუსთავი 2"-ის საკითხთან დაკავშირებით პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და დღეს ირაკლი ოქრუაშვილი არის პირადი ტყვე ბიძინა ივანიშვილის - ასე შეაფასა პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს" წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ პარტიის ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საბაბი არის 20-21 ივნისის მიტინგი, მაგრამ რეალური მიზეზი არის „რუსთავი 2"-ის საქმე.

„ჩვენც ვნახეთ ის კადრები, იქ არაფერი არ ჩანს, არც შეჭრა, არც ძალადობა, არც სახელმწიფოს გადატრიალება და არც კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობა. ეს არის სრული სიცრუე. როგორც ჩანს, ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, ქართველი ხალხი და ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი პოლიტიკური ბანდა სხვა რეალობაში. ფაქტი ერთი გვაქვს, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საბაბი, რა თქმა უნდა, არის 20-21 ივნისის მიტინგი, მაგრამ რეალური მიზეზი არის „რუსთავი 2"-ის საქმე. ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავაკავშირებთ ამ საკითხს. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება „რუსთავი 2"-ის საკითხთან დაკავშირებით პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და დღეს ირაკლი ოქრუაშვილი არის პირადი ტყვე ბიძინა ივანიშვილის", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ამასთან, შსს-მ კიდევ ოთხი პირი დააკავა.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031