"100%-ით მჯერა,რომ ოქრუაშვილის საბუთი რუსთავი 2-ის საქმეზე, ნამდვილია"

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით წერს და ამბობს, რომ მისი საბუთი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ნამდვილი ყოფილა.

“რადგან იმავე ბრალდებით დაადეს სამაჯური და შიდაპატიმრობაში გამოუშვეს ნიკა მელია,რა მუხლითაც დაიჭირეს და პატიმრობა შეუფარდეს ირაკლი ოქრუაშვილს, ესე იგი მისი საბუთი "რუსთავი 2"-ის თემაზე ნამდვილი ყოფილა, მხოლოდ ამით ვხსნი მის დატოვებას ციხეში. სხვათა შორის,ბოლომდე ვერ ვიჯერებდი ამ საბუთის ამბავს,დღეს დავიჯერე. ვისაც განსხვავებული მოსაზრება გაქვთ ამ თემაზე,თავებს ნუ დაიღლით სხვა რამის მტკიცებით და კომენტარებით,იმიტომ რომ რასაც ვწერ,იმისი მჯერა ასი პროცენტით დღევანდელი სასამართლოს მერე"- წერს ჟურნალისტი.

ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301