"დანაშაული არ ჩამიდენია - რომ მჭირდებოდეს, ძალიან კარგი იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო"

მე ვიცი, რომ და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­მი­დე­ნია. რომ მჭირ­დე­ბო­დეს, ჩა­დე­ნის დრო­საც, ძა­ლი­ან კარ­გი იუ­რის­ტი ვარ და შე­მიძ­ლია კვა­ლი არ დავ­ტო­ვო, - ამის შე­სა­ხებ „რუს­თა­ვი 2“-ის ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც მო­სა­მარ­თლის თან­დას­წრე­ბით მისი გა­მო­კი­თხვა უნდა მოხ­დეს. გვა­რა­მი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა კი­თხვა­ზე აპი­რებს პა­სუ­ხის გა­ცე­მას.

„რა­საც მკი­თხა­ვენ იმა­ზე ვუ­პა­სუ­ხებ, რაც მახ­სოვს თან იმას, იმი­ტომ, რომ არის ლა­პა­რა­კი 2015 წელ­ზე, ეკო­ნო­მი­კურ და ფი­ნან­სურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, რაც ყვე­ლა კომ­პა­ნი­ა­ში ფი­ნან­სუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის საქ­მეა. რაც მახ­სოვს ყვე­ლა­ფერ­ზე ვი­ტყვი, ავ­ხსნი, პრობ­ლე­მა არ მაქვს. მე ვიცი, რომ და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­მი­დე­ნია. რომ მჭირ­დე­ბო­დეს, ჩა­დე­ნის დრო­საც, იუ­რის­ტი ვარ და შე­მიძ­ლია კვა­ლი არ დავ­ტო­ვო და მით უმე­ტეს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში არა­ნა­ირ კვალს მე არ ვტო­ვებ“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

კი­თხვა­ზე, ელო­დე­ბა თუ არა მოწ­მის სტა­ტუ­სის ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით შეც­ვლას და გა­მო­რი­ცხავს თუ არა, რომ მისი და­კა­ვე­ბა დღეს­ვე მოხ­დეს, ნიკა გვა­რა­მი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ის ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას უშ­ვებს.

გა­მო­ძი­ე­ბა „რუს­თა­ვი 2“-ის ყო­ფი­ლი 9 %-იანი წი­ლის მე­სა­კუთ­რის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო, საქ­მეს და­ერ­თო მოქ­მე­დი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბე­ბი, დო­კუ­მენ­ტებ­ში სა­უ­ბა­რია შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტებ­ზე, - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად გუ­ბე­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­კე­თა

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345