ოქრუაშვილი განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებას საზღვარგარეთ ითხოვს

ვინაიდან საქმეში არსებობს წინააღმდეგობრივი დასკვნა, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომ მოვითხოვოთ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება, ოღონდ არა საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ, - ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა გიორგი ზედელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზედელაშვილის თქმით, საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩატარებული ექსპერტიზა იქნება იმის დასტური, რომ დოკუმენტზე ნამდვილად არის ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა.

„საქმეს მიემატა კიდევ ერთი დასკვნა. აქამდე არსებობდა სამი, რომლებიც ფრიად მნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ სადავო დოკუმენტზე იყო ქიბარ ხალვაშის ხელმწოერა. ახლა მივიღეთ მეოთხე დასკვნა,სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს ამ დოკუმენტზე არ არის ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა, ეს არის დადასტურება თეთრზე - შავის. ვინაიდან საქმეში არსებობს წინააღმდეგობრივი დასკვნა, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომ მოვითხოვოთ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება, ოღონდ არა საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვინაიდან მოხდეს ობიექტური დასკვნის დადება. ეს არის ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, რაც იქნება გადადგმული. შევარჩევთ ერთ-ერთ დამოუკიდებელ საექსპერტო დამოუკიდებელ დაწესებულებას, სადაც იქნება ნდობის მაღალი ხარისხი", - განაცხადა ზედელაშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ „გახარიას ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა ხალვაშს არ ეკუთვნის", რასაც პარტიის წარმომადგენლები გაყალბებულს უწოდებენ.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345