"სტრასბურგის სამარცხვინო ვერდიქტით პუტინს გზა გაეხსნა საქართველოში დიქტატურის დასამყარებლად" - შალვა ნათელაშვილი

„რუსთავი 2"-ის ყოფილი გენარალური დირექტორის ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას „ლეიბორისტული პატრიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ ევროსასამართლოს სამარცხვინო ვერდიქტით პუტინს გზა გაეხსნა საქართველოში დიქტატურის დასამყარებლად.

შალვა ნათელაშვილი ევროპას, განსაკუთრებით კი საფრანგეთს მოუწოდებს, რომ დააპატიმროს ივანიშვილ-პუტინის მილიარდები თავის ბანკებში.

„მიუნჰენის სამარცხვინო გარიგებით მაშინდელი ევროპის ვაი-დემოკრატმა ლიდერებმა გზა გაუხსნეს ადოლფ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის გასაჩაღებლად, დღეს კი სტრასბურგში ივანიშვილისთვის რუსთავი2-ის ჩუქებაზე ევროსასამართლოს, მიერ გამოტანილი სამარცხვინო ვერდიქტით პუტინს გაეხსნა გზა საქართველოში დიქტატურის დასამყარებლად თავისი კომენდანტ ივანიშვილის შესრულებით.

ევროპას, განსაკუთრებით საფრანგეთს ერთადერთი გზა დარჩენია რათა გადაარჩინოს საქართელო და არ დაუშვას პუტინიზმის შემდგომი ექსპანსია მსოფლიოში. დააპატიმროს ივანიშვილ-პუტინის მილიარდები თავის ბანკებში. სხვა შემთხვევაში მალე ეიფელის კოშკზე იფრიალებს რუსული ორთავიანი არწივი.

P.S ზღაპრები რომ ნიკა გვარამია ძარცვავდა რუსთავი 2-ს ივანიშვილი მოუყვეს ხალვაშს."- წერს შალვა ნათელაშვილი ფეისბუქზე.

ცოტა ხნის წინ ნიკა გვარამიას ბრალი 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311