„ადვილი არაა სამარტოო საკანში ყოფნა"- ირაკლი ოქრუაშვილი

პატიმრობის მიუხედავათ ირაკლი ოქრუაშვილი არ წყევტს აქტივობას სოციალურ ქსელში, თუმცა საინტერესოა როგორ ახერხებს ამ ყველაფერს.

ამბის გასარკვევად „პრაიმტაიმი" სასჯელაღსრულების სამსახურს დაუკავშირდა.

სპეციალურ პენიტენციალურ სამსახურში „პრაიმტაიმს" განუმარტეს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ არცერთ პირს, მათ შორის არც ირაკლი ოქრუაშვილს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. შესაბამისად გამოდის, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში გამოსაქვეყნებელ სტატუსებს ან ადვოკატს ატანს წერილობითი სახით, ან სატელეფონო ზარის მეშვეობით ახლობელს კარნახობს.

პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი Facebook-პოსტი:

„ადვილი არაა სამარტოო საკანში ყოფნა, როდესაც არც დამლაპარაკებელი გყავს და არც ტელევიზორი გაქვს.

დილას კოღოს ხმამ გამაღვიძა.

თავიდან ვიფიქრე მოვკლავ მეთქი, მაგრამ მალევე გადავიფიქრე. მაინც მარტო ვარ და ის მაინც მყავდეს თანამოსაკნედ-მეთქი გავიფიქრე„.-წერს ირაკლი ოქრუაშილი სოციალურ ქსელში.

წყარო: პრაიმტაიმი

ივნისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345