მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე -"ეს საკითხი პერიოდულად ისევ და ისევ იწევა"

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას არ პასუხობს. ჟურნალისტების კითხვაზე: შესაძლოა თუ არა შემოდგომაზე მინისტრთა კაბინეტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, პრემიერი სამთავრობო პროგრამაზე საუბრით პასუხობს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის საარჩევნო პროგრამა საზოგადოების მტკივნეულ გამოწვევებს პასუხობდეს.

„მე ფაქტობრივად ამ კითხვას რამდენჯერმე გავეცი პასუხი. სამწუხაროდ, ეს საკითხი პერიოდულად ისევ და ისევ იწევა. ეს გასაგებია. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს. მთავარია პროგრამა. პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად სწორი გზა იმისთვის, რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მე ვფიქრობ, ამაზე უნდა იყოს ძირითადი საუბარი.

ჩვენ ვართ გუნდი და ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ჩვენს გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ 2020 წლის საარჩევნო პროგრამით, რომლითაც წარვდგებით ქართული საზოგადოების წინაშე, პასუხობდეს ყველა იმ მტკივნეულ გამოწვევას, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების წინაშე,“ - განაცხადა ბახტაძემ.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031