გახარია "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი - 2020

ტვ პირველი ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია იქნება, რომლიც სამთავრობო ცვლილებების შემდეგ პრემიერ-მინისტრად დაინიშნება მას კი ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის. 

არსებული ინფორმაციით, ცვლილებები მთავრობაში სექტემბრის დასაწყისში განხორციელდება. 

ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებების შედეგად, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს 2 კვირაში განხორციელდება,მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია პრემიერის სავარძელში გადაინაცვლებს, მის ადგილს კი "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი დაიკავებს.

ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად 2012 წელს დაინიშნა, ის ქართული ოცნების პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წელს კი ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის სავარძელში გადაიყვანა, თუმცა თითქმის ორწლიანი პრემიერობის შემდეგ ღარიბაშვილი 2015 წლის 24 დეკემბერს მოულოდნელად თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის 5 მარტს პოლიტიკაში დააბრუნა და ოცნების პოლიტიკურ მდივნად დანიშნა. რაც შეეხება პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს, ჩვენი ინფორმაციით, პრემიერობიდან წასვლის შემდეგ, ის სავარაუდოდ სამუშაოდ ერთ-ერთ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციაში წავა სამუშაოდ.

წყარო: "პირველი რადიო"

ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301