"ქალაქის მერი არის, იურული პერიოდის გადმონაშთი,
მარტივ ენაზე რომ ავხსნა ეს არის დინოზავრების პერიოდი დედამიწაზე, ის არ ცხოვრობს
ამ ქალაქში, მოწყვეტილია რეალობას. მის კისერზე დამოკლეს მახვილი უკვე დადებულია,
მან უნდა აირჩიოს გამოვა კაბინეტიდან ქალაქში გააკეთებს საქმეს და გაინძრევა, თუ მის
კისერზე დამოკლეს მახვილი დაეშვება და მისი ტავი ქალაქში გაგორდება"-ასე გამოეხმაურა
ირაკლი ოქრუაშვილი დღეს ქალაქ გორის მერის პოზიციას ინიციატივასთან დაკავშირებით რომელიც
"ლომჭაბუკვის სკვერში" ბაზრის განთავსებას გულისხმობს. ზურაბ ჯირკველიშვილმა
ოქრუაშვილს ინიციატივა დაუწუნა და საკრებულოს სხდომაზე საკუთარი მოსაზრებაც დააფიქსირა.
|