გედევან ფოფხაძე: ასე ცალსახად კატეგორიული პოზიციის დაფიქსირება სხვა მოტივებზე მეტყველებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ ხელმოწერილ ბრძანებას აფასებს, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. ფოფხაძე მიიჩნევს, რომ  ერთი უწყების მხრიდან ასე ცალსახად კატეგორიული პოზიციის დაფიქსირება, თანაც წინასაარჩევნო რეჟიმში, უფრო სხვა მოტივებზე და სხვა ორიენტირებზე მეტყველებს, ვიდრე ჯარისთვის საჭირო ღონისძიებებზე."მეც მიმაჩნია, რომ წვევამდელები ყველა სახელმწიფოსთვის არ არის ისეთი სწორი, როგორიც იქნებოდა პროფესიული ჯარი. პროფესიულ ჯარზე გადასვლა იქნებოდა უფრო სწორი, მაგრამ ალბათ ამ ცვლილებებისთვის რაღაც პერიოდია საჭირო. ერთი უწყების მხრიდან ასე ცალსახად კატეგორიული პოზიციის დაფიქსირება, თანაც წინასაარჩევნო რეჟიმში, უფრო სხვა მოტივებზე და სხვა ორიენტირებზე მეტყველებს, ვიდრე ჯარისთვის საჭირო ღონისძიებებზე. კი, გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით ალბათ რაღაც ეტაპზე მისაღებია, მაგრამ როგორც და რა ეტაპზეც გაკეთდა, მე მგონი არასწორია", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345