თეა წულუკიანი „ამბასადორიალის“ მონაწილეების წინაშე სიტყვით წარსდგა 28.07.2016
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრაში მონაწილეობს. თეა წულუკიანი „ამბასადორიალის“  მონაწილეების წინაშე სიტყვით წარდგა და მათ ის რეფორმები გააცნო, რომლებიც ქვეყანაში იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით ხორციელდება. მინისტრმა ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების კუთხით გაწეულ სამუშაოებზე, სასამართლოს რეფორმასა და ღია მმართველობის სფეროში მიღწეულ წარმატებებზე. იუსტიციის მინისტრმა ელჩებს საქართველოს ეროვნული არქივის პროექტი „საქართველოს დამოუკიდებელი დიპლომატიის პირველი ნაბიჯები − ქართველ დიპლომატთა აუდიო-ვიდეო მემუარები, მე-20 საუკუნის 90-იანი წლები“ წარუდგინა. პროექტის მიზანია, საქართველოს ეროვნული არქივის საარქივო ფონდებში ადგილი დაიმკვიდროს და მომავალი თაობებისათვის შემოინახოს იმ ქართველი დიპლომატების აუდიო-ვიდეო მემუარები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებელი დიპლომატიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდნენ.
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345