მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამავე წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატის იოსებ კავსაძის
გარდაცვალების შესახებ ცნობა მიიღო და შესაბამისად, უფლებამოსილება ვადაზე ადრე
შეუჩერა. საკრებულომ, ასევე ტყეკაფის პროცესის დაწყების შესახებაც იმსჯელა და ამ
მიმართულებით არსებული პრობლემები განიხილა. მიუხედავად იმისა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში
შემავალი სოფლების უმეტესობა გაზიფიცირებულია, არის დარჩენილი მოსახეობა, რომლებიც
ზამთარში შეშით თბებიან. მოსაჭრელი ხეებისთვის ნუმერაციის მინიჭება კი საკრებულოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის
წარმომადგენლების თქმით, ყოვნდება, ამის გამო მოსახლეობა სათბობი მასალის დამარაგებას დროულად
ვერ ახერხებს.