რატომ უფასურდება ლარი
 დღეს, განახლებული 10 ლარიანი ბანკნოტის პრეზენტაციაზე კობა გვენეტაძემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. მან განმარტა თუ ძირითადად, რის გამო უფასურდება ეროვნული ვალუტა. „ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ქვეყანაში გარკვეული რაოდენობის ტურისტები აღარ ჩამოვიდნენ, რომლებიც გეგმავდნენ ადრე ჩამოსვლას, რა თქმა უნდა, აისახა მოლოდინებზე. გაჩნდა მოლოდინი, რომ ის საექსპორტო შემოსავლების სერვისები, რომლებიც ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, იქნება უფრო ნაკლები. ზუსტად ამ დროს გაცვლითი მცურავი კურსი ასრულებს როგორც ავტომატური სტაბილიზატორის ფუნქციას, რაც ამ შემთხვევაში უნდა შეასრულოს. დღესდღეობით, ძნელია იმის შეფასება, თუ რა რაოდენობის და რა გავლენა ექნება ამას, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესია. აქედან გამომდინარე რთულია დასკვნების გაკეთება“- აღნიშნა ეროვნული ბანკის დირექტორმა. 
აპრილი 2023
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930