თუ 1 დოლარის ფასი 3 ლარს გასცდება, უნდა გადადგეს მთავრობაც და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაც

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლადო გუდიაშვილის ნახატივითაა, ქალი წევს ტივზე და ბედს მინდობილია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განუცხადა. გოცირიძის განცხადებით, ლარის კურსი იმ არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება წლებია ატარებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, თუ ერთი დოლარის ფასი 3 ლარს გასცდება, უნდა გადადგეს ხელისუფლებაც და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაც.

„არაფერი გაუკეთებია, გვენეტაძე ლადო გუდიაშვილის ნახატივითაა, ქალი წევს ტივზე და ბედს მინდობილია. მიაქანებთ მდინარე, როდის გადაიჩეხებიან ელოდებიან. ასეთი უსუსური, არაპროფესიონალი და კორუმპირებულები არიან. თუ ლარის კურსი გადასცდება სამს, უნდა გადადგეს მთავრობაც და ეროვნული ბანკიც, რადგან მათ არაფერი უმოქმედიათ ქვეყანაში. რასაც აფუჭებდნენ შვიდი წელი, იმას შვიდ დღეში ვერ გამოასწორებენ” ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

წყარო: ipn

დეკემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345