თბილისში ახალი საწარმო ამოქმედდა 15.09.2016
40 ადამიანი დასაქმდა „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისში ამოქმედებულ საწარმოში . ახალი საწარმო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა. საწარმოს შესაქმნელად, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კომპანიამ 2 მილიონი აშშ დოლარის სესხი აიღო, რომლის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო პირველი 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4.მილიონ 800 000 ლარს შეადგენს.
ივლისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112