ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა 14.10.2016
ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, არსებული სწორკუთხა მილ-ხიდის ნაცვლად მოეწყო ახალი სახიდე გადასასვლელი. ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზა მცხეთაში გადის და ქალაქის ძირითად სატრანსპორტო არტერიას წარმოადგენს. ახალი ხიდი მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ, მხარის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, მცხეთის, დუშეთი ყაზბეგი თიანეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად გახსნა. ხიდის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტრომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულებამ 2 მილიონ ნახევარ ლარს გადააჭარბა. 
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345