ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მაისს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 747 აბონენტს გორის რაიონის სოფლებში ატენი, ბნავისი, წედისი, ოლოზი, ღვარები, ქსოვრისი და ხიდისთავი, 16:00-დან 18:00 საათამდე 401 აბონენტს ქარელის რაიონის სოფლებში ურბნისი და რუისი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
|