ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4
სექტემბერს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
2131 აბონენტს გორის რაიონის სოფლებში ზერტი, ბერშუეთი, კირბალი, ახალსოფელი და მიმდებარე
სოფლებში, 11:00-დან 19:00 საათამდე 1433 აბონენტს ხაშურის რაიონის სოფლებში ქვიშხეთი,
ტაშისკარი, სათივე, ბეღლეთი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების
თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.