ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 ოქტომბერს 10:00-დან 18:30 საათამდე
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 4101 აბონენტს გორში შარტავას, ფარნავაზის, გოგებაშვილის
და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ტყვიავში, 11:00-დან 18:00 საათამდე 681 აბონენტს ქარელში
ნინოშვილის, ვაჟა-ფშაველას, იერუსალიმის, ამირეჯიბის და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან
15:00 საათამდე 1345 აბონენტს ხაშურის რაიონის სოფლებში ქინძათი, ქვემო ნაბახტევი,
ბრილი, დუმაცხო და მიმდებარე სოფელბში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე,
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.