ტელეკომპანია „დია“ ინტერნიუსი-საქართველოს პროექტის გამარჯვებული გახდა

 

„ინტერნიუსი -საქართველომ“ პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ 2019 წლის მედიაპარტნიორები შეარჩია. ადგილობრივი მედიიდან პროექტის პარნტიორებად საკონკურსო წესით შეირჩა: TV დია, TV 25, გურჯაანი TV, მეგა TV, გურია TV, TV მეცხე არხი, კახეთის ხმა, სპექტრი, სამხრეთის კარიბჭე და ბათუმელები. ცენტრალური მედიასაშუალებებიდან პროექტი ითანამშრომლებს ფორსეტთან, ინდიგოსთან, სტუდია მონიტორთან, ჯემნიუსთან, ლიბერალთან, კლიკმედიასთან და ჟურნალისტთა ჯგუფთან (ნინო აბდალაძე და მარიამ უგრეხელიძე).

შერჩეული 10 ადგილობრივი მედიასაშუალება მიიღებს გრანტს 4,500 აშშ დოლარის ოდენობით. საგრანტო მხარდაჭერის ფარგლებში მედიაპარტნიორები დამოუკიდებლად მოამზადებენ და გაავრცელებენ 3 მულტიმედიური მასალისგან შემდგარ 7 თემატურ პაკეტს, ასევე გაავრცელებენ ცენტრალური მედიაორგანიზაციების მიერ მომზადებულ 10 თემატურ პაკეტს რუბრიკით „ჯორჯია-პლიუს“. დაინტერესებული მედიაორგანიზაციები ასევე გაავრცელებენ პროექტის მონაწილე 12 ქვეყნის მედიასაშუალებების მიერ შექმნილ მულტიმედიურ მასალებს „სამეზობლო“. პარტნიორი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის და რედაქტორებისთვის გათვალისწინებულია ტრენინგები და კონსულტაციები მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და ვებკონტენტის მონეტიზაციის საკითხებზე. 

პროექტი „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“, მიზნად ისახავს მოქალაქეთა ინფორმირებას ადგილობრივი და რეგიონული მნიშვნელობის მქონე საკითხებზე და მიმდინარე მოვლენებზე აღმოსავლეთ ევროპის და ევრაზიის 12 ქვეყანაში. პროექტის შედეგად გაძლიერდება დამოუკიდებელი მედია.


გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031