„მომავლის თაობა“ წლის შემაჯამებელი ღონისძიება 08.02.2019
2019 წლის 8 თებერვალს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში, გაიმართა პროგრამის „მომავლის თაობა“ წლის შემაჯამებელი ღონისძიება, სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 230 სკოლას უწევს დახმარებას სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით. სკოლებმა მიიღეს დამხმარე სახელმძღვანელოები, მოხდა პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის, მოსწავლეთა ხელშეწყობა სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და სხვა საქმიანობა სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით. შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ საზოგადოება „ბილიკის“ გამგეობის თავმჯდომარე მარიკა მღებრიშვილი და თამუნა ფრუიძე - არასამთავრობო ორგანიზაციათა რეგიონალური ქსელის მენეჯერი, (PH International). შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის პარტნიორი სკოლის მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები საკლუბო და მცირე გრანტის პროექტების შესახებ. რეგიონში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული განათლებისა და ფორუმის ფარგლებში მიმდინარე აქტივობების შესახებ ისაუბრა სამოქალაქო განათლების რეგიონალურმა კოორდინატორმა ლელა წურწუმიამ. ღონისძიების ბოლოს მოხდა ტექნიკის კონკურსის გამარჯვებული სკოლების და პედაგოგების დაჯილდოვება. წლის განმავლობაში სამოქალაქო კლუბში აქტიური მუშაობით გამორჩეული მოსწავლეები კი დააჯილდოვეს სიგელებით.
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345