გორში, ეტალონის გამარჯვებული პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე გახდა 27.02.2019

2019 წელს “ეტალონის“ ფინალზე გორს ნატა ტოლიაშვილი წარადგენს. პირველი საჯარო სკოლის მე-8 კლასელი მოსწავლე საქართველოს „ეტალონის“ ტიტულის მოსაპოვებლად 15 ივნისს იბრძოლებს. შესარჩევ ტურში, რომელიც საქართველოს ჰიმნმა დაასრულა, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 85 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. გორის მერიამ მიმდინარე წლის ბოლომდე, მუნიციპალიტეტის შესარჩევი ტურის გამარჯვებულსა და მის დამრიგებელს თვეში 100 ლარიანი სტიპენდია დაუნიშნა. გარდა ამისა, გორის მერიისგან საპრიზო ადგილებზე გასულ მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ. ღონისძიებას მოსწავლეები და მშობლები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტის მიზანია, ცოდნის პოპულარიზაცია და ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისება.

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031