გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 12:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს გორში გორკის, რაზმაძის, პეტრიაშვილის, შოთა ჩოჩიშვილის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე. 13 მაისს 10:00-დან 12:00 საათამდე - აბონენტებს გორში შინდისის, გიორგი ანწუხელიძის,  თარხნიშვილის, ჭონქაძის,  ბაქოს და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში სკრა, რიეთი, კოშკები. 17:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში ტინისხიდი, უფლისციხე, თედოწმინდა, ასევე ქ. გორში მშვიდობის, მამარდაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ივლისი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234