NDI - ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსები
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში პირველ და მეორე ადგილზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახა კალაძე არიან. მათ 40-40% აქვთ. 
მესამე ადგილზე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 31%-ს, ხოლო უარყოფითი კი 32%-ს აქვს. 
ვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,927 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

სექტემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456