შემზარავი მკვლელობა - რვა თვის ჩვილი დედამ გაგუდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში სასტიკი მკვლელობა მოხდა. ახალი დეტალების გარკვევისას აღმოჩნდა, რომ არასრულწლოვანი დედა, რომელმაც შვილი სავარაუდოდ, გაგუდა, სახლიდან ოქროს ნივთებითა და ფულით გაიქცა. ოჯახის ახლობლების განცხადებით, არასრულწლოვანი ამბობს, რომ საკუთარი შვილი ქმარზე და დედაზე შურისძიების მიზნით გაგუდა. „დილით გამთენიისას ექვსი საათი იქნებოდა ბავშვის მამამ გაიღვიძა ვერ იპოვა მისი ცოლი, მერე ბავშვი მოიკითხეს. მამა იპოვა, ეგონა რომ ეძინა, მერე აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი იყო, გარდაცვლილი კი არა მოკლული. გამოიძახეს პოლიცია და აქედან გაჩნდა ეჭვი, რომ ბავშვი დედამ მოკლა. ტანსაცმელი გამოუცვლია, ოქროული აიღო და წავიდა. ამბობს,რომ ქმრის და საკუთარი დედის გამწარება უნდოდა. მიზეზი ვერ გაგვირკვევია,“-ამბობს ოჯახის ახლობელი, მარიამ დემეტრაშვილი. "წაიღო ოქრო, დაულომბარდებია და როგორც ამბობენ, ის ღამე სასტუმროში გაუტარებია იმ ბიჭთან ერთად. 24 საათი მესიჯობდა, მესიჯებს შლიდა, მეუღლე ეუბნებოდა, წამოდი, ამოვყაროთ ვის ემესიჯებიო," - ამბობს ნონა დვალიშვილი. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული დედა თბილისში ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღაიანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301