"არავინ იფიქროს, რომ ან მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი, ბრძოლა იქნება ბოლომდე"
 ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლებს და არ გაჩერდება. “პირველად გამოჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას, ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა. ბრძოლა გრძელდება ისევ, ბოლომდე, არავინ იფიქროს, რომ ან მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი, ბრძოლა იქნება ბოლომდე. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ აქვთ ძალიან ცოტა დრო დარჩენილი. ეს ბრძოლა არ გაჩერდება. არავის არაფერს არ შევარჩენ“, - განაცხადა სარალიძემ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და რამდენიმე წუთის წინ გამოცხადებული განაჩენით, გ.ჯ. ნაწილობრივ ცნეს დამნაშავედ დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად.
აგვისტო 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456