შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკველობის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. "დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მიხეილ კალანდია. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია შსს რამდენიმე თვის განმავლობაში შეუჩერებლად აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს. აღნიშნულ საქმეზე დღემდე სხვადასხვა მუხლით ათამდე პირია მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მიხეილ კალანდიას მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის ეჭვი გაამყარა. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში. კიდევ ერთხელ დაადასტურა კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე. გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობის შესახებ. შესაბამისად, 2019 წლის 4 ივნისს, შსს-ს მიერ ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია მიხეილ კალანდია."
|