კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ
კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულები პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

ამ მოთხოვნით მათ დღეს ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გამართეს.

დაზარალებულები ითხოვენ, კორპუსების მშენებლობა სახელმწიფომ დაასრულოს, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც საკითხს შეისწავლის.

აქციის წევრები ამბობენ, რომ 2012 წლამდე ისინი ერთხელ უკვე შეხვდნენ ბიძინა ივანიშვილს.

„ეს არის პიროვნება, რომელიც ხელმძღვანელობს მმართველ ძალას და ამ პრობლემის მოგვარების ბერკეტები გააჩნია. ვითხოვთ, სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს შენობების დასრულების პასუხისმგებლობა. ვერ დაველოდებით სასამართლო პროცესებს, როდის ამოიღებენ ფულს გამომძიებლები რჩეულიშვილებისგან. ეს არ არის გამოსავალი. ეს არის პრობლემა, სახელმწიფო პრობლემა, დაუსრულებელი შენობების პრობლემა, მერიის პრობლემაა და ამიტომ სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე. უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელსაც მიეცემა უფლებამოსილება, გამოიძიოს ეს პრობლემა, ფინანსური ანალიზი გააკეთოს და ჰქონდეს ბერკეტი, დაასრულოს მშენებლობა“, -განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე თემურ ხვიჩიამ. 
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
უნიკალური საკურორტო ზონა საფრთხეშია - დაბა სურამში შიშობენ რომ ტურისტული სეზონი ჩავარდება 2.06.2020
ივნისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345