"ეს შვილმოკლული მამის ვედრებაა"

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ დამნაშავეს ხელი არ დააფარონ. 

"ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა!!!

ეს შვილმოკლული მამის ვედრებაა თითოეული ჩვენთაგანისთვის!!!

გადადეთ ყველამ პროფესია და წამით დაბრუნდით იმ იდილიაში რასაც ქვია ტკბილი ოჯახი.ჩახედეთ შვილებს თვალებში და წამით წარმოიდგინეთ რომ შეიძლება ის დრო მოვიდეს კითხვა დაგისვათ,თუ რა გააკეთე შენ როცა სიტყვა გეთქმოდა სიმართლის გვერდით ხმამაღლა დგომის!!!!

ეს დრო აუცილებლად მოვა!!!

არ შეგეშინდეთ ხმამაღლა ყვირილი

_ ჩვენ სიმართლე გვინდა!!!!!!!

მკვლელის დამალვა არაფერია ვიდრე სიმართლის დამალვა და რაც უფრო ღრმად დაიმალება მით უფრო უფსკრულისკენ წავა ჩვენი ქვეყნის ბედიც და მომავალიც,რომელი მომავალიც ჩვენ უნდა შევქმნათ სიმართლეში ან ტყუილში!!!!

არც ერთი ხელისუფლება არ იქნება დამნაშავე,თუ ჩვენ მათ მივეცით ნება თავიანთი პირადი ინტერესებით გვმართოს!!!!

ხელისუფლება ვალდებულია ხალხის ინტერესებს ერგებოდეს და თუ ეს ასე არ ხდება ის ხალხის და სიმართლის მტერია!!!!

ჩვენ გვინდა

ს ი მ ა რ თ ლ ე ! ! ! ! ! ! ! !

სიმართლე და ჭეშმარიტება კი ღმერთია,ჩვენ ყველა მისი შვილები!!!!

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და ქართველი ერი!!!" - ამბობს სარალიძე.

ის უერთდება მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნის ხელმოწერების შეგროვებას. შეგახსენებთ, მაჩალიკაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თხოვნით მიმართავს პარლამენტს, რომ 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ამისთვის მან ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031