"ბატონო ლევან, სახარებას გვერდი აუარეთ, რაინდულ სულსა და ჰუმანიზმს უღალატეთ"- პეტრე კოლხი
სოციალური ქსელის საშუალებით პეტრე კოლხი ლევან ვასაძეს მიმართავს და მის ბოლოდროინდელ მქმედებებსა და განცხადებებს განსჯის. ბატონო ლევან, გზა რომელიც თქვენ აირჩიეთ, ასცდა ქრისტიანობას და ჩიხში შევიდა... ამას არ ასწავლის წმინდა წერილი, არც ეკლესია... ეს თქვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა... თქვენ ცოდვასთან ერთად ებრძვით ცოდვილს და საერთოდ დაგავიწყდათ, ქრისტეს ჰაერში აღმართული მკლავი, საზოგადოებისგან განწირულ დედაკაცს რომ გადაეფარა...

ბატონო ლევან, არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ეს არის საეკლესიო ცხოვრების პოზიცია და ისედაც დაბნეული მოსახლეობა უფრო მეტად დააბნიოთ... თქვენ დღეს უამრავი ახალგაზრდის გული სამუდამოდ დაკარგეთ და აგრესიულ, ძალადობით გაჯერებულ ფრთას სითამამე შემატეთ...
ბატონო ლევან, გარდა იმისა, რომ სახარებას გვერდი აუარეთ, რაინდულ სულს და ჰუმანიზმს უღალატეთ...

ბატონო ლევან, თუ ნებისმიერი მდგომარეობა, რაც ღმერთს ეწინააღდგეგება, მიუღებელია, მაშინ თქვენი შეხედულებაც ზუსტად იგივეა და ვაღიაროთ, რომ მეორე უკიდურესობა აირჩიეთ პირველთან სადავოდ...
ბატონო ლევან, სულ არ მინდა ჩემმა ექვსმა შვილმა ქუჩებში ამორალიზმის პარადი იხილოს, მაგრამ არც ის მინდა, რომ თქვენ მოგისმინოთ!,“ - წერს პეტრე კოლხი. 

გუშინ ვერის ბაღში გამართულ აქციაზე, რომელიც ჰომოფობიური ხასიათს ატარებდა, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ  ის დაჯგუფებებს შექმნის და დაუპირისპირდება ყველას, ვინც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია ან მათ უფლებებს იცავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შს სამინისტრომ საქართველოს სისხლის  სამართლის კოდექსის  223-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო. 

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345