"ოთხოზორია რომ საზღვარზე ჩაგვიცხრილეს, მაშინ არ შეგელახათ თავმოყვარეობა?"
დედა სიდონია სოციალურ ქსელში "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ძლიერ ქრისტიანს ბოროტის არ ეშინია, რომ ორივე მხარე სხვადასხვა ადგილზეა და მათით ბოროტი ძალები მანიპულირებენ. "ძლიერ ქრისტიანს ბოროტის არ ეშინია, ის სინათლის გამრავლებაზე ზრუნავს და ასე განსდევნის ბნელს, და არა ჰაერში უმისამართოდ ხელების ქნევით.

როგორც ყოველთვის, საზოგადოების დიდი ნაწილი მიკერძოებულია მსჯელობისას.  ამიტომ, არანაირი სურვილი არ მაქვს პრაიდის თემებში ჩართვის. ეკლესია, ამბიონიდან უნდა ქადაგებდეს ქრისტიანულ ღირებულებებს და მრევლი ისე აღზარდოს, ვერც ლგბტ- მ „აცდუნოს და განრყვნას“ და ვერც ვერავინ. ადამიანებს შინაგანად უნდა ჰქონდეთ ავ-კარგის გარჩევის იმუნიტეტი და აღარ მოუწევთ კომბლებით სირბილი.
ერის პრობლემა განათლება და ანალიზის არ ქონაა, და სჯობს ცნობიერების ამაღლებაზე, მათი უკიდურესად ცუდი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ ჯერ, და მერე სხვა დანარჩენი მოვთხოვოთ.

სრულიად სხვა და სხვა ნაპირზეა ორივე მხარე, და მათით მანიპულირებენ გონიერი ძალები.  ზოგიც ერთობა და, უმუშევრობით დაგროვილ ენერგიებს ხარჯავს.

მართლა მაინტერესებს, ოთხოზორია რომ საზღვარზე ჩაგვიცხრილეს, მაშინ არ შეგელახათ თავმოყვარეობა?

ამ კითხვას რომ ვსვავ, წინასწარ ვიცი პრაიდის მომხრედ შემრაცხავენ.  აქ არც პრაიდია მთავარი, არც ვასაძე, ჩვენი, საკითხების არ ცოდნით მანიპულირების საშუალებას რომ ვაძლევთ სხვა და სხვა ძალებს პრობლემა მანდაა" - წერს დედა სიდონია .

ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123