გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს გორში ფაბრიკის  დასახლებას, მუნიციპალიტეტის სოფლებს ხელთუბანი, თორტიზა, მეჯვრისხევი, ქვემო ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებს. 12:00-დან 13:00 საათამდე - სოფლებს ყელქცეული, ფხვენისი, შინდისი, ქვედა ხვითი და მიმდებარე სოფლებს.

12:30-დან 18:30 საათამდე - ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარას, სოფლებს ქვენატკოცა, მოხისი, ქვემო შაქშაქეთი, ფცა და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება


ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123